კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის საავადმყოფოს პერსონალმა გაფიცვა მომავლის იმედით შეწყვიტა

12 დეკემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე

ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში პრობლემები მას მერე შეიქმნა, რაც იქ შპს „ადითი“ შევიდა. „ადითი“ მედპერსონალის ხელფასების გაზრდისა და საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის ვალდებულებას იღებდა.

2012 წლის დასაწყისისთვის რაიონული საავადმყოფო დატოვა გამოცდილმა ქირურგმა მალხაზ მირცხულავამ, რომელიც თავის წასვლას მწირ ხელფასს უკავშირებდა. იგივე ბედი ეწია მირცხულავას ნაცვლად მისულ ახალგაზრდა ქირურგს, ომარ ხარატიძეს. ჩვენი ინფორმაციით, საავადმყოფოდან ისიც იმავე მიზეზით წავიდა.

ცოტა ხნის წინ ოთხი თვის გაუცემელი ხელფასების გამო ლანჩხუთის მედპერსონალი გაიფიცა. გაფიცულებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი შეხვდა. Humanrights.ge-მ მას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

- ბატონო ზურაბ, რა გადაწყდა მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ?

- მედპერსონალს, ძირითადად, პრეტენზიები ჰქონდა ოპერატორ კომპანიასთან. მოითხოვნენ ორი თვის ხელფასის მყისიერად გადმორიცხვას. ჩემი ინფორმაციით, ერთი თვის ხელფასი უკვე გადმორიცხულია, მაგრამ მეორე თვის გადმორიცხვა პრობლემურია. მედპერსონალს აღვუთქვი, რომ კომპანიასთან აუცილებლად გავარკვევ, რაშია საქმე. თუმცა, ჩემი იქ ვიზიტის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ამ პრობლემებზე საუბარი. მე მედპერსონალს გავაცანი ის სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებაც სახელმწიფოს აქვს დასახული 2013 წლიდან. ავუხსენი, რა იქნება უკეთესი მომავალში, დეტალურად ვისაუბრეთ საყოველთაო დაზღვევის თაობაზეც.

- ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე თუ ისაუბრეთ?
 
- ესეც ოპერატორ კომპანიას ვალდებულებაა. მან უნდა ააშენოს ახალი ან განახორციელოს ძველის რეაბილიტაცია. ჯერ ვადა გასული არაა. თუკი დათქმულ ვადაში არ შეასრულა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება, მაშინ სახელმწიფო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს და კანონის შესაბამისად, გადახედავს ვადებს და ყველაფერს გააკეთებს ისე, როგორც ლანჩხუთისთვის კარგი იქნება.

- თქვენთან შეხვედრის შემდეგ ლანჩხუთელმა მედპერსონალმა გაფიცვა შეწყვიტა. როგორ ფიქრობთ, დადებითად იმოქმედა მათზე შეხვედრამ?

- დიახ, მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვა შეწყდა. ჩვენს კარგი გეგმები გვაქვს, როგორც მედპერსონალისთვის, ისე პაციენტისთვისაც. რაც დადებითი და კარგია, ბუნებრივია, დადებით რეაქციას იწვევს. მათ კარგად გაიგეს, რის შესახებაც ვისაუბრე და შესაბამისად, გაფიცვა შეწყვიტეს.

ლანჩხუთელი ექიმები და ექთნები ამ ეტაპზე პაციენტებს ძველებურად მოემსახურებიან, მაგრამ როგორც ამბობენ, თუკი „ადითი“ სახელფასო დავალიანებას ბოლომდე არ გაისტუმრებს, შესაძლოა, გაფიცვა განმეორდეს.

ახალი ამბები