კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარაგაულის სავადმყოფოს მედპერსონალი შრომითი უფლებების დარღვევაზე ჩივის

13 დეკემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ხარაგაული

9 დეკემბერს ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყო. მედიკოსები  გაუსაძლისს პირობებზე და დაბალ ანაზღაურებაზე ჩივიან. მათი თქმით, საავადმყოფოში ელემენტარული სანიტარული პირობები არ არის დაცული. უფრო მეტიც - შენობაში წყალი არ არის. გარდა ამისა,  ყოველი თვის ხელფასის ასაღებად ექიმებს  ბრძოლა და ცენტრალური ოფისისთვის მიმართვა უწევთ. მიუხედავად ასეთი პირობებისა, მათ ყურადღებას არავინ  აქცევს. 

„ამ საავადმყოფოში წლებია, ვმუშაობ და ასეთი პირობები არასდროს ყოფილა. ძნელია აქ პაციენტის მიღება, როცა ონკანებში წყალი არ მოდის და სანიტრები ახლომდებარე ოჯახიდანვედროებით ეზიდებიან.  წყალგაყვანილობის სისტება მთლიანად მოძველებული და მოშლილია. როცა ამ საავადმყოფოს გასხვისება მოხდა გვეგონა სამუსაო მინიმალურ პირობებს მაინც შეგვიქმნიდა მფლობელი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმედი და მოლოდინი დაგვრჩა. მეტის მეპატრონე თვალითაც არ გვინახავს“, - განაცხადა თამრიკო თავრაზაშვილმა, რომელიც ქირურგიული განყოფილების უფროსი ექთანია.

მედპერსონალი აცხადებს, რომ ისინი მფლობელმა კომპანიამ მოატყუა, რაც მათთან დადებულ ხელშეკრულებაში გამოიხატება. მასში ცალსახად წერია, რომ კომპანია მათ გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას გადაუხდის, მაგრამ ანაზღაურების რაოდენობა და პერიოდულობა მითითებული არ  არის. ხელფასების გაუცემლობის მიზეზად კი მფლობელი კომპანია სახელმწიფოსგან თანხის ჩაურიცხაობას ასახელებს.

ექთნის საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 70 ლარი გამოდის. რაც შეეხება მომართვიანობას, საავადმყოფოს მედპერსონალი მის ნაკლებობას არ უჩივის. ნოემბრის თვეში, საავადმყოფოს ხელმძღვანელთა ინფორმაციით, 42 გადაუდებელი შემთხვევა დაფიქსირდა.

მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ ვითარება საავადმყოფოს გაყიდვის შემდეგ გართულდა. საავადმყოფო უკვე ერთი წელია, გასხვისებულია და მფლობელი სადაზღვეო კომპანია „ირაო-ჯგუფია“. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ხარაგაულის მოსახლეობას სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიების პოლისები აქვთ, რაც თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის ერთ-ერთი მიზეზია.

კოლექტივი ითხოვს, საავადმყოფოს ჩამოაშორონ მფლობელი კომპანია  და ამ საკითხში დახმარებისთვის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიმართეს. ბიუროს წარმომადგენლის, ინგა მაღრაძის თქმით, „მედპერსონალს მართლაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა. არა აქვთ ელემენტარული ტექნიკური ბაზა და არ არის სანიტარული პირობები დაცული. ასევე  პრობლემაა სამედიცინო პერსონალის დაბალი ხელფასები, რომელსაც ფაქტობრივად სამ თვეში ერთხელ იღებენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება პაციენტებზე, რადგან სათანადო მომსახურებას მომუშავე პერსონალი ვერ ახორციელებს. მე პირადად საავადმყოფოში არსებულ პრობლემებს ხარაგაულის მჟორიტარ  დეპუტატს  გავაცნობ. ასევე აღნიშნული ვითარება ეცნობება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს.“

ხარაგაულის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები საავადმყოფოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალური დასკვნის მომზადებაზე მუშაობა 10 დეკემბრიდან დაიწყეს, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს მიაწოდებენ ასევე მფლობელ კომპანიასაც.

ახალი ამბები