კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღნიშნა

13 დეკემბერი, 2012

 
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აშშ–ის საელჩომ, ევროკავშირის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად, რამდენიმე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის თემებზე.

აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდას გაუძღვა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უმცირესობათა, კანონის უზენაესობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე ცვლილებები, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.

განუხრელად მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. გვერდში ვუდგავართ ყველა მოქალაქეს, აქტივისტსა და მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. აშშ მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, თითოეული ადამიანის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების, ლოცვისა და ლიდერთა არჩევის უფლებას მისი სქესის, რასის, რელიგიის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ან მენტალური უნარშეზღუდულობის განურჩევლად. გვჯერა, რომ მთავრობები, რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ, უფრო მშვიდობიანნი და წარმატებულნი არიან და უკეთეს მეზობლობას უწევენ სხვა ქვეყნებს.

აშშ საელჩო საქართველოში

ორიგინალი

ახალი ამბები