10 დეკემბერს, მსოფლიო და ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის
დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველად დანიშვნა მიულოცა. მისალოც წერილში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, ნათქვამია:
„უჩა ნანუაშვილის დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვაში ხელს შეუწყობს ინდივიდუალური საჩივრების უფრო ეფექტურ დამუშავებას; ის ასევე ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების საკითხებზე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საქართველოს მოქალაქეების გათვიცნობიერებულობის ამაღლებას.
ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობას ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ვუზრუნველყოთ მათი პატივისცემა.
საკითხის წინაისტორია: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. 2012 წლის მაისში ხელი მოეწერა 1.2 მილიონი ევროს საერთო ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებას. ეს თანხები პირდაპირ მოხმარდება პირებს, რომლებიც განთავსებულნი არიან წინასწარი დაკავების საკნებში და სხვა სტრუქტურებში, როგორებიცაა ბავშვზე ზრუნვის ან ფსიქიატრიული დაწესებულებები.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში დაიწყო ახალი პაკეტი 15 პროექტით, 1.3 მილიონი ევროს საერთო ღირებულებით“.
Humanrights.ge