კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარა

12 დეკემბერი, 2012
 
მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, პაატა ლეჟავა 13 დეკემბერს მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა ბიზნესმენის ცემასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

საქმე ეხება 23 სექტემბერს  ნაციონალური მოძრაობის  ვანის პარტიული ოფისის შენობაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, პროკურატურის ცნობით, ბიზნესმენი მამუკა შარაშენიძე იმის გამო, რომ მან  „საჯაროდ გამოთქვა კრიტიკული და მწვავე შეფასებები ციხის ცნობილ სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით“, სცემეს, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

„როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, დასახელებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი პაატა ლეჟავაც, ხოლო დაზარალებულ მამუკა შარაშენიძის ჩვენებით კი, სწორედ ამ უკანასკნელმა მიიყვანა იგი პარტიული ოფისის შენობაში და შემდგომ ხელმძღვანელობდა მის ცემას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა 12 დეკემბერს ასევე იტყობინება, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მის სამხარეო მთავარ სამმართველოში ვანის მაჟორიტარის დაბარება უკავშირდება ამავე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს პაატა ლეჟავას და  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით კაკაბაძის მიმართ.

პაატა ლეჟავას, რომელიც ბოლო სამი მოწვევის პარლამენტის წევრია ნაციონალური მოძრაობიდან,  სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის „დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები