კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„როდესაც არსებობს პრეზიდენტის ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე?!“

14 დეკემბერი, 2012
ინტერპრესნიუსი

12 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს. თავდაცვის სამინისტრო ამ თვითმფრინავის გასხვისებას გეგმავს. პრეზიდენტის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ თვითმფრინავის გასხვისებით სახელმწიფო იზარალებს.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პირი დავტოვეთ თვითმფრინავის გარეშე. პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვეყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი“, - განაცხადა ავალიანმა, რომლის ინფორმაციითაც, დაზოგილი თანხები ჯარის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

„თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებაშია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე 13 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

„პრეზიდენტი გადაადგილებისთვის ერთ საჰაერო ხომალდს იყენებდა, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია“, - აღნიშნავს მანანა მანჯგალაძე.

პარალელურად ამ თემაზე დამატებით კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. „აღნიშნულ შესყიდვას ჯერ ადევს გრიფი „საიდუმლო“. შესაბამისად, პრეზიდენტისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, სანამ გრიფის „საიდუმლო“ ახსნის პროცედურები არ იქნება დაცული, შეუძლებელია“, - განაცხადა მან. 

რაც შეეხება პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ თვითმფრინავით სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ მთავრობის წევრებიც, ბურჭულაძის განცხადებით, ეს საკითხი ძალიან იოლად გასარკვევია.

„ნებისმიერი ფრენა, რომელიც განხორციელდა ბორტი #1 და ბორტი #2-ით, არის დაფიქსირებული - კონკრეტულად როდის, სად იმყოფებოდა ეს თვითმფრინავი და რა ფრენა განახორციელა“, - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

მანვე ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გადახდას რამდენიმე წლის განმავლობაში სამინისტრო არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ სერიოზული დეფიციტია თვითონ უწყებაში.

„ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე. როდესაც არსებობს ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე?!“ - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

რაც შეეხება გრიფის „საიდუმლო“ მოხსნის პროცედურას, მინისტრის მოადგილის თქმით, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე მოითხოვს გარკვეულ დროს, სავარაუდოდ - ორ კვირას.

14 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Galfstrim G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, კანონის შესაბამისად, ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე გრიფი მოიხსნა.

მისივე თქმით, 2011 წლის 26-30 სექტემბერს აღნიშნული ბორტით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეორე სამიტი, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა.

2011 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა რეისი თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი–ზანდერი-ლიმა-კუსკო-მერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი. ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტის, ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

„აღნიშნული Galfstrim G450–ით განხორციელებული ფრენებიდან მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოს ბიუჯეტიდან ასევე ფინანსდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცისა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში. ამ ბორტით ფრენები განხორციელდა 2012 წელსაც, თუმცა, 2012 წლის მონაცემებს გრიფი ადევს“, - აღნიშნა ავალიანმა.

ახალი ამბები