კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალისტრახო როხვაძე და ბიჭიკო გვენეტაძე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ

17 დეკემბერი, 2012

ე.წ. მედიაჯგუფის წევრებს ალისტრახო  როხვაძეს და  ბიჭიკო გვენეტაძეს ქუთაისის სამხარეო სამმართველოში 13 დეკემბერს 5 საათის მანძილზე კითხავდნენ. არსებული ინფორმაციით დაკითხვის მიზეზი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტის ეკატერინე დუგლაძის საჩივრია.

წინასაარჩევნო პერიოდში  მედიაჯგუფის  წევრები დუგლაძესთან ერთად ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ და საინფორმაციო სააგენტოს „ინფო-9“-ის სხვა ჟურნალიტებს დაყვებოდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. როხვაძემ და გვენეტაძემ, რომლებსაც სამართალდამცავები მოწმის სტატუსით კითხავდნენ, სამმართველოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

როგორც „მედიაჯგუფის“ წევრების ადვოკატი,  ზვიად ნიშნიანიძე აცხადებს, გამოძიებისა და მისი  დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე  დაკითხვის დეტალებს ვერ გაახმაურებს და დასძენს რომ,  მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და  კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ადვოკატის თქმით, საუბარია, 6 ეპიზოდზე  და  არ არის გამორიცხული ალისტრახო  როხვაძე და  ბიჭიკო გვენეტაძე  მოწმის სახით დაკითხვაზე კვლავ დაიბარონ.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო- 9“-ს დირექტორმა მანანა ელიაშვილმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ბოკერიასა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს  მიმდინარე წლის 7 აგვისტოს განცხადებით მიმართა, სადაც  ელიაშვილი  „ინფო 9“-ის ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა.

ვიდეომასალებში, რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე  სოციალურ ქსელ Facebook-ზეც ვრცელდებოდა, ჩანდა როგორ დასდევენ ჯგუფ-ჯგუფად მიკროფონით და კამერებით აღჭურვილი ადამიანები და შეკითხვებს   უსვამენ „ინფო 9“-ისა, თუ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ რეგიონულ კორესპონდენტებს იმ დროს, როცა ეს უკანასკნელნი ცდილობენ ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის გაშუქებას, ან კომენტარის აღებას ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისგან. „მედია ჯგუფის“ წევრები  ჟურნალისტებს  დაახლოებით ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამენ: გაფინანსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი? რამდენს გიხდის ივანიშვილი? ხარ თუ არა დამოუკიდებელი ჟურნალისტი? ვის ინტერესებს იცავ -  ქვეყნის,  ივანიშვილის?  და ა.შ.

თათა კაჭკაჭიშვილი, media.ge, ქუთაისი

ახალი ამბები