კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნუგზარ ქამუშაძე - ზესტაფონის ახალი გამგებელი

17 დეკემბერი, 2012

14 დეკემბრს ზესტაფონში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ ქამუშაძე დაინიშნა. ქამუშაძე წინასაარცევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. იგი გამგებლის პოსტზე მუშაობას 17 დეკემბრიდან შეუდგება.

ქამუშაძე აცხადებს,  რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს და შეძლებს, რაიონი განავითაროს. პირველ ეტაპზე იგი მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესდება.

რაც შეეხება კადრებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ, ქამუშაძე მათ განთავისუფლებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. თუმცა, აცხადებს, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება ისეთივე იქნება, როგორი პოლიტიკაც სხვა რეგიონებში ჩამოყალიბდება.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები