კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ქობულეთში, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით

17 დეკემბერი, 2012

17 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შენობის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თვითმმართველობებში სამუშაო ადგილები „ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა დაიკავონ.

მზია სურმანიძე, აქციის მონაწილე: „ეს მთავრობა უნდა გადადგეს და გზა დაუთმოს არჩევნებში გამარჯვებულს, რადგან ძველი მთავრობა გლეხისთვის არ ფიქრობს. შესაბამისად, ახალი მთავრობა დაასაქმებს უმუშევარ ახალგარდობას“.

გია გოგოტიძე, აქციის მონაწილე: „ვინც არის მთავრობაში, ვინც აირჩია მოსახლეობამ, იმ ხელისუფლების წარმომადგენელი გვინდა იყოს ჩვენს გამგეობაშიც. გადადგნენ, თორემ უკიდურეს ზომას - შიმშილობასაც მივმართავთ“.

თენგიზ ზოიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ჩემს გადადგომასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელია საკრებულო. საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე, ყოველშემთხვევაში, ჯერჯერობით, გადადგომას არ ვაპირებ“.

აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და დაახლოებით 100 მოქალაქე ესწრებოდა. მათი განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შიმშილობას დაიწყებენ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები