კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყალტუბოს საკრებულოში სამი ახალი ფრაქცია შეიქმნა

17 დეკემბერი, 2012

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ  წყალტუბოს რაიონის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა რამდენიმე ფრაქცია შექმნეს. ამის მიზეზი არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გახდა. 

დღეს წყალტუბოს საკრებულოში სამი ახალი ფრაქციაა - „საზოგადოება წყალტუბოელი:“, „ქართული ოცნება - წყალტუბო“ და „წყალტუბოელი“ ბოლო ერთი კვირის მანძილზე შეიქმნა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე ვანო როყვა ეჭვობს ამ ფრაქციებმა ქალაქისათვის რეალური საქმეები გააკეთოს.

თუმცა სამივე ფრაქციის წარმომადგენლები ფრაქციის შექმნის მიზნად  ქალაქის სამომავლო აღმშენებლობას ასახელებენ.  ფრაქციების წევრები ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასაც აპირებენ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი აცხადებს, რომ ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და საკრებულოს წევრებს კანონის თანახმად აქვთ ამის უფლება.

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები