კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გააგრძელებს თუ არა არსებობას ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა?!

18 დეკემბერი, 2012
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია, არსებობს საფეხბურთო სკოლა, რომელსაც დურმიშხან ჩხაიძე ხელმძღვანელობს. სკოლას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს. 2013 წლისთვის მას დაფინანსება შეუმცირეს.

„ძალიან მაინტერესებს ვინ შეადგინა ეს ბიუჯეტი. გაგებაში არ არიან და ყველა ციფრს ჰაერზე წერენ. 2012 წელს მიღებული თანხიდან 90 ათასი მხოლოდ ხელფასისთვისაა განკუთვნილი. ახლა მეუბნებიან, რომ 110 ათასი უნდა ვიკმარო. თითქოს სხვა არაფერი სჭირდება სკოლას, გარდა ხელფასებისა“, – ამბობს დურმიშხან ჩხაიძე humanrights.ge-სთან საუბრისას.

სკოლაში ამ დროისთვის 300–ზე მეტი ბავშვია, რომელიც ფეხბურთის თამაშს ეუფლება. დურმიშან ჩხაიძის თქმით, მან საკრებულოს წარუდგინა საფეხბურთო სკოლისთვის საჭირო ბიუჯეტი 160 ათასი ლარის ოდენობით, მაგრამ თუ გაჭირდა, 140 ათას ლარსაც იკმარებს. ხოლო 110 ათასი ლარი, რაც 2013 წლის ბიუჯეტში სკოლისთვის გაითვალისწინეს, ნამდვილად არაა საკმარისი.

„თუ ჩვენ არ მოგვცემენ თუნდაც 140 ათას ლარს, მაშინ სკოლის არსებობას საფრთხე შეექმნება. კარავში ვერ დავწვები, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, თორემ სიამოვნებით გავაკეთებდი ამას“, – ამბობს ჩხაიძე.

როგორც შევიტყვეთ, სკოლაში ამ დროისთვის 31 ადამიანია დასაქმებული, აქედან 16 მწვრთნელია. სკოლას 14 მოქმედი ჯგუფი აქვს, სადაც 310 ბავშვი ვარჯიშობს, მათ შორის - ორი გოგონათა ჯგუფია. საფეხბურთო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობენ და არაერთი პრიზიც მიიღეს. 

გოგონებმა უკვე რაგბიშიც დაიწყეს ვარჯიში, წარმატებაც მოიპოვეს და რამდენიმე დღის წინ ქალაქ ქუთაისში გამართულ რაგბში ქალთა პირველობის პირველადგილოსნებიც გახდნენ. გოგონები საკრებულოს თავმჯდომარესაც შეხვდნენ და მისგან მილოცვები მიიღეს. 

„თუკი დაფინანსებას არ გაგვიზრდიან, იძულებული ვიქნები, ასპარეზობებზე არ ვიაროთ და მხოლოდ ადგილზე ვარჯიშები გავაგრძელოთ. ამჟამინდელი დაფინანსება სხვა საშუალებას არ გვაძლევს“, - დასძენს დურმიშხან ჩხაიძე.

ნინო მშვიდობაძე, გურია 

ახალი ამბები