მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. საქართველოს პარლამენტში რეგიონების წარმომადგენელთა ადგილობრივ ოფისებს ფინანსურად თავად საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს.
აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებმა მხარი 17 დეკემბერს ერთხმად დაუჭირეს.
„ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ამით საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა მოხდა. ადგილობრივი თვითმმართველობა სხვა მმართველობაა, სახელისუფლებო ორგანო კი, სულ სხვა სახელისუფლებო შტოა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებად აფასებენ.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი