კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს

20 დეკემბერი, 2012
 
Media.ge

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფინანსური მაქინაციის და საბუთების  გაყალებების ბრალდებით,   ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 19 დეკემბერს დააკავა. 

ნიკა გვარამიასთან  ერთად  დაპატიმრებულები არიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური,  ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და შპს „ელ ენდ ეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე.

გამოძიების ოფიციალური განმარტებით, ენერგოკომპანიების „ხრამჰესი-1“, „ ხრამჰესი-2“,  შპს „მტკვარი ენერგეტიკისა“ და  რუსული კომპანია „ინტერ რაოეს“ წარმომადგენელმა ვადიმ მიტიუშინმა ექს-  ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ზემოთხსენებული კომპანიების საგადასახადო შემოწმება და ამგვარად თავი აერიდებინა „ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის“ საბიუჯეტო  გადასახადებისათვის.

საგამოძებო სამსახურის ოფიციალური განმარტებით,  ამ მოლაპარაკებებში ჩაერთო დევი კანდელაკი, რომელმაც ალექსანდრე ხეთაგურს ქრთამის სახით ერთი  მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა,  სახელმწიფოს მიეცა მხრიდან  საგადასახადო შემოწმების თავიდან აცილების სანაცვლოდ.

გამოძიების ცნობით,  ხეთაგური დათანხმდა ამ წინადადებას და შეთავაზებული ქრთამისთვის  კანონიერი ხასიათის მიცემის მიზნით ვადიმ მიტიუშინი  ნიკა გვარამიასთან გააგზავნა, რომელთანაც ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით.

გამოძიების თანახმად,  გვარამია დაუკავშირდა  მეგობარ  გიორგი ნემსიწვერაძეს, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია  შპს „ელ ენდ ეფ სერვისის“ შექმნა  შესთავაზა იმ განზრახვით, რომ ამ ორგანიზაციის ანგარიშზე, ფიქტიური კონსულტაციის სანაცვლოდ,  გადმოირიცხებოდა  შეთავაზებული მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული,   „ინტერ რაოს“ კუთვნილი  ენერგოგენერაციის და ენერგოგამანაწილებელი კომპანიებიდან.  

 „ხეთაგურის დავალებითა და გვარამიას ორგანიზებით,  კანდელაკთან შეთანხმებით, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა საჭროება ასეთი სამუშაოების ჩატარებაზე, გაფორმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ: ხელშეკრულებები საკონსულტაციო მომსახურებაზე „ელ ენდ ეფ სერვისსა“ და  „ხრამჰესი-1“,  „ხრამჰესი-2“,  შპს „მტკვარი ენერგეტიკსა“ და „თელასს“ შორის. გარიგება ძველი რიცხვით გააფორმეს“, - აღნიშნავს გამოძიება.

ამავე ინფორმაციით, გადარიცხული თანხა,  ლეგალიზების მიზნით,  ნიკა გვარამიას გადასცეს. გამოძიების თანახმად, გვარამიამ  დახმარება  მეგობრებს -  კომპანია  „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენი“-ს დამფუძნებლებს  კახა დამენიას და იზაბელა გუტიძეს სთხოვა. 2012 წლის აგვისტოში „ელ ენ ეფ სერვისსა“ და კომპანია  „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენ“-ს შორის, ასევე, ხსენებულ ენერგოკომპანიებთან გაფორმდა ფიქტიური ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულებები „საკონსულტაციო და სხვა სამუშაობების ჩატარების შესახებ“.

„მას შემდეგ,  რაც გვარამიასთვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკთხით დაინტერესედა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, დამენიას სეიფში მოთავსებული იქნა, თითქოს და „ელ ენ დ ეფ სერვისის“ სალაროს ნაშთი 1 184 950 ლარის ოდენობით,  რაც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ქართამის აღების, ქრთამის მიცემის, ყალბი საბუთების დამზადების და ცრუ მეწარმეობის ბრალდებით, „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები