03:34, Wednesday, 08.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხეთის სკოლის მასწავლებლები დირექტორს უჩივიან

20.12.2012
 
ხეთის საჯარო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა მაკა ლატარიამ ამავე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მისი თქმით, დირექტორმა მანანა ბაძაღუამ სკოლიდან რამდენიმე პედაგოგთან ერთად 2011 წელს სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა. მაკა ლატარია პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი იყო ხობის მუნიციპალიტეტში და აქტიურად ახორციელებდა არჩევნების მონიტორინგს. 

მაკა ლატარია ჩვენთან საუბარში მისი გათავისუფლების მიზეზს ჰყვება: „მინდა გამოვეხმაურო განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას, სადაც ის დირექტორებს და პედაგოგებს მოუწოდებდა, სკოლაში არსებული პრობლემები ადგილობრივ დონეზე მოეგვარებინათ და მოეძებნათ ერთმანეთთან მისასვლელი გზები თუ ადამიანური რესურსები. შეუძლებელია, დაელაპარაკო ხეთის საჯარო სკოლის დირექტორს, რომელიც ხელითაც კი შეეხო პედაგოგს მშობლებისა და მოსწავლეების თვალწინ. ახდენდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას  პედაგოგებზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ისედაც გაღიზიანებულ პედაგოგებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რის საფუძველზე და რა მიზეზით იყვნენ გათავისუფლებულები. ამას დაემატა ისიც, რომ სოფელში მოხდა სკოლების რეორგანიზაცია, ხეთის საჯარო სკოლას შეერწყა წინაგოლის სკოლა, სადაც 78 მოსწავლე ირიცხებოდა და იქ მომუშავე პედაგოგები საჯარო სკოლაში გათავისუფლებული პედაგოგების ხარჯზე დაასაქმეს, რაც უკანონოა. ამ რეორგანიზაციით მხოლოდ პედაგოგები არ დაზარალებულან, დაზარალდნენ მოსწავლეებიც,  რადგან ამ დრომდე მათ შვიდი კილომეტრის გავლა უხდებათ ფეხით. ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონ გოდერძი ბუკიამ არჩევნების წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე ამაყად განაცხადა, რომ მისი დიდი მიღწევა იყო ხობში ყველა ღირსეული პედაგოგის შენარჩუნება. გამოდის, ვინც გაგვათავისუფლეს, უღირსები ვყოფილვართ“. 

მაკა ლატარიას განცხადებასა და ბრალდებას ხეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა ბაძაღუამ უსაფუძვლო უწოდა: „მაკა კანონის ფარგლებში გათავისუფლდა. არანაირი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია. ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით სერთიფიცირებულ პედაგოგებზე. მასთან ერთად რამდენიმე პედაგოგი გავათავისუფლეთ. მაშინ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, მაგრამ სასამართლომ მე გამამართლა. მას სრული უფლება აქვს კიდევ შეიტანოს სარჩელი. დაველოდებით განაჩენის გამოტანას“.

მაკა ლატარიამ წერილი განათლების მინისტრს გაუგზავნა. იგი გიორგი მარგველაშვილს თხოვს, დაინტერესდეს ხეთის საჯარო სკოლით და იქ არსებული ფინანსებით.

ინგა გვასალია, სამეგრელო
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC