კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარვეზები დევნილთა სახელმწიფო პროგრამაში

24 დეკემბერი, 2012

დევნილთა სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც 2012 წელს შემუშავდა, უამრავი ხარვეზია - ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში აკეთებენ.

"ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ, პროგრამაში საერთოდ არ არის ნახსენები. ჩვენი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში დევნილთა პრობლემებს ადგილზე სწავლობდა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მათ აქვთ, საცხოვრებელ ფართებს უკავშირდება. კვალავაც პრობლემად რჩება ფართების პრივატიზაცია და უხარისხოდ გარემონტებული საცხოვრებლები“ - ამბობს საიას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ფაჩულია.

მისივე თქმით, ორგანიზაციას მზად აქვს გარკვეული რეკომენდაციებიც, რომლებიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები