კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვარამიას, ხეთაგურს და დანარჩენ ოთხ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა

24 დეკემბერი, 2012

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური 30-30 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ.

 სავარაუდო კორუფციის ბრალდებით 19 დეკემბერს ამავე საქმეზე დაკავებულ კომპანია „თელასის“ გენერალურ დირექტორს,  დევი კანდელაკს და ეკონომიკის  მინისტრის ყოფილ მოადგილეს,  კახა დამენიას გირაოს სახით, ასევე 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. გიორგი ნემისწვერიძე და იზაბელა გუტიძე კი,  15–15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 ექვსივე პირს პროკურატურამ „ელიტური კორუფციის“ საქმესთან დაკავშირებით ბრალი 21 დეკემბერს წაუყენა.

 სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოსგან დაკავებული ხუთი პირისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას, ხოლო იზაბელა გუტიძისთვის გირაოს სახით 50 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები