კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ გიორგი მგელაძე უხელმძღვანელებს

24 დეკემბერი, 2012

"ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის" საბჭოს თავმჯდომარე "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტი გიორგი მგელაძე გახდა. მან ამ პოსტზე ზვიად ქორიძე ჩაანაცვლა, რომელიც ქარტიას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ზვიად ქორიძის შემდეგ ამ თანამდებობის დაკავება. ვეცდები, ქარტიის მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახდეს, გაიზარდოს მისი ცნობადობა მოქალაქეებში და საბჭოს მხოლოდ ჟურნალისტებს შორის დავის განხილვა არ უწევდეს“, - აღნიშნა გიორგი მგელაძემ კრების დამთავრების შემდეგ.

22 დეკემბერს გამართულ მეოთხე საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა საბჭოს  სამი ახალი წევრი აირჩიეს - გიორგი მგელაძე (სტუდია „მონიტორი“), ლაშა ზარგინავა (“ინტერპრესნიუსი“) და ირაკლი აბსანძე, რომელმაც ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა. მათ საბჭოში მაია მეცხრიშვილი, ნინო ზურიაშვილი და ეთერ თურაძე შეცვალეს.

ამჟამად საბჭოს წევრები არიან დავით მჭედლიძე, ნათია როყვა, გიორგი მგელაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე, გელა მთივლიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ია მამალაძე.

ქარტიის წევრებმა სრევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობაც დაამტკიცეს. კომისიას ნანა ბიგანიშვილი უხელმძღვანელებს, წევრები კი ლიკა ბასილაია - შავგულიძე და შორენა ღლონტი იქნებიან.

საბჭოს ახალი წევრების არჩევამდე, ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებს წლიური ანგარიში გააცნეს უკვე ყოფილმა თავმჯდომარე, ზვიად ქორიძემ და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ია ბობოხიძემ.

www.media.ge 

ახალი ამბები