კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოზარ სუბარს მიმართავს

27 დეკემბერი, 2012
 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს  სოზარ სუბარს მიმართავს, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა  მონიტორინგის საბჭოს შემადგენლობაში ჟურნალისტები დატოვონ. Media.Ge  მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2012 წლის 22-23 დეკემბერს გუდაურში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცებიების მიერ მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტების ყოფნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსნებთ, ჩვენი ორგანიზაციის ამ ღონისძიებაზე მიწვევისათვის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 22 დეკემბერს დაგეგმილი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება, ჩვენი წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ გუდაურის შეხვედრას, რომელსაც ქარტიის საბჭოს წევრი, გელა მთივლიშვილი, დაგვიანებით შეუერთდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ  მოვახერხეთ სრულყოფილად მასში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის წარმოჩენა.

მიგვაჩნია, რომ პროფესიული ნიშნით მონიტორინგის ჯგუფიდან ჟურნალისტების გამორიცხვა არ არის დასაბუთებული, რადგან ისინი გამოხატავენ მზადყოფნას დააკმაყოფილონ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც  დადგინდება მონიტორინგის ჯგუფის  წევრებისათვის.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფში არ უნდა მოხდეს წევრთა პროფესიული ნიშნით დიფერენცირება“.

Media.ge

ახალი ამბები