კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანის გამგებელი დააკავეს

27 დეკემბერი, 2012
 
27 დეკემბერს  ვანის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დააკავეს.  დაკავების კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ  საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებული მაღალი გამავლობის „ჰაილუქსის" მარკის ავტომობილი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა. 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, სინამდვილეში, 20 დეკემბერსაა შედგენილი“, - აცხადებენ შსს-ში. 

დავით კაკაბაძემ ვანის მუნიციპალიტეტის  თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. სამართალდამცავებმა ყველა ეჭვმიტანილი პირი დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე  მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს.  დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მარი ტაბიძე, ვანი

ახალი ამბები