კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩოხატაურის გამგებელი გადადგა

27 დეკემბერი, 2012
 
ლელა იმედაშვილი ჩოხატაურის გამგებლად გასულ წელს დაინიშნა, როცა ამ თანამდებობიდან ბახმაროს სკანდალის გამო წასული მამუკა დოლიძე შეცვალა. გამგებლობამდე იგი ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი იყო. 

25 დეკემბერს ლელა იმედაშვილმა ჩოხატაურის გამგებლობიდან ნებაყოფლობით გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. 

ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბარში არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის თაობაზე. იგი ამბობს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საკუთარი განცხადების საფუძველზე, პირადი სურვილით წავიდა თანამდებობიდან. 

იმედაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, არ გეგმავს კარიერის სადმე გაგრძელებას და სახლში დიასახლისის როლს ეჩვევა. თუმცა, გამორიცხული არაფერია. 
ამ ეტაპზე ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს წევრთა თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ წევრი თამაზ  ჯინჭარაძე დაამტკიცა.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები