კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

5 დეკემბერი, 2012
 
2 დეკემბერს, კვირას, „რუსთავი 2“-ს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში მიწვეულმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პოლიტპატიმართა სიებზე საუბრისას განაცხადა, რომ თითქოს პარლამეტისთვის წარდგენილ სიაში იყო სამცხე-ჯავახეთში ჩადენილ დანაშაულზე გასამართლებული ადამიანი, რომლის სახელიც მან არ დაასახელა. ბაქრაძემ განაცხადა, რომ არის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც სხვა საქმესთან ერთად ბრალად ედება ქართული ეპარქიის დარბევის მცდელობა და ერთი ასეთი მცდელობის დროს მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მონაზონს. ამის შემდეგ, ბაქრაძის თქმით, მონაზონი ისე ცუდად გახდა, რომ იგი მკურნალობის მიზნით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

24 ნოემბერს ტვ „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პრეს-პრესში“ მოწვეულმა სტუმარმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა - გოგა ხაჩიძემ ასევე ისაუბრა ვაჰაგნ ჩახალიანზე და განაცხადა - ვის მოუვიდა თავში ამ ადამიანის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანაო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გოგა ხაჩიძის მსგავსად, საუბრობდა ჩვენი ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფ ვაჰაგნ ჩახალიანზე, რომელიც არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. მისი შეყვანა პოლიტპატიმართა სიაში რეკომენდებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ (ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სავარაუდო პოლიტპატიმართა სია იხ. ლინკზე: ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტპატიმრების ღირსეულად განთავისუფლებას მოითხოვს  ) . 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაგნ ჩახალიანი, წლებია, აპროტესტებს მის მიმართ დადგენილ უკანონო განაჩენს. ამ განაჩენში არსად არ არის მოხსენებული მონაზონის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას - ცრუ დასმენას, რომელიც კანონით დასჯადია. იგი არღვევს საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმციას და მიაწერს  დანაშაულს, რომელიც სასამართლოს განაჩენის თანახმად, მას არ ჩაუდენია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის  უპასუხისმგებლო განცხადება და დაკითხოს იგი საქართველოს მოქალაქის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. 

ცნობისათვის: პოლიტიკური მოძრაობა „გაერთიანებული ჯავახკის დემოკრატიული ალიანსის“ ლიდერი და პოლიტიკური აქტივისტი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის ზაფხულში ახალქალაქში, მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით, ვაჰაგნ ჩახალიანს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა აღნიშნული საქმე და დაასკვნა, რომ ვაჰაგნ ჩახალიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ატარებს პოლიტიკური დევნის ხასიათს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები