კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეები პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდნენ - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში

8 იანვარი, 2013

„უზენაესი სასამართლო პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს“ - ამ ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა გამოდის. 27 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ის ნაწილი განიხილეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს ეხება.

უმრავლესობის წევრის ირინა იმერლიშვილის განმარტებით: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ საკანონმდებლო ორგანო უნდა ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს. ამით სასამართლო გახდება სამართლიანი და დაიბრუნებს ნდობას საზოგადოების მხრიდან“.

ინიციატივას მიესალმება როგორც მთავარი პროკურატურა, ასევე, იუსტიციის სამინისტრო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით კი: „ეს არის მორიგი პოლიტიკური თავდასხმა ახალი მთავრობის მხრიდან და ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში“.

„ამ ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ამით სურთ მიიღონ გამართული, სამართლიანი მართლმსაჯულება. სინამდვილეში კი, ცდილობენ სასამართლო იყოს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში“, - აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები