კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

8 იანვარი, 2013

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს შაბათს საღამოს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე.

მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დეკემბერის ბოლოს წაუყენა პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში. 

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამი დიპლომატიური პასპორტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო, საქართველო არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს დატოვა და როგორც პროკურატურა აცხადებს, სამართალდამცავებისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ადეიშვილს ბრალს წაუყენებდნენ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სად იმყოფება ადეიშვილი და კავშირი აქვს მასთან.  „არ გამოვრიცხავ, დაბრუნდეს და მისცეს ჩვენება“, - განაცხადა მერაბიშვილმა 24 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები