კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროსი კიწმარიშვილის კომპანია „მაესტროს“ ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

8 იანვარი, 2013

“რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ” ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილმა კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეწყვეტილი ხელშეკურულებისა და განხორციელებული ინვესტიციის დაბრუნების მოთხოვნით შეიტანა.

„რუსთვის მედიის მართვის კომპანიასა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“  შორის დავის განხილვა სასამართლომ 5 იანვარს დაიწყო.

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ ადვოკატის, გოჩა სვანიძის თქმით, „მაესტროსგან“ ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტის მოტივით 2 მილიონ 500 ათას ლარს და ტელეკომპანიაში ინვესტირებული თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

„კიწმარიშვილის მხარე დემაგოგიური გზით ცდილობს ახსენოს მილიონები. დღეს ეროსი კიწმარიშვილი რეპუტაციის შელახვისთვის ითხოვდა 16 მილიონს“, - ამბობს „მაესტროს“ გენერალური დირექტორი, ილია კიკაბიძე Media.Ge-თან საუბრისას.  

სასამართლოს გადაწყვეტილება 9 იანვარს 15 საათზე გახდება ცნობილი.

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიასა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ შორის ბოლო სასამართლო პროცესი 2012 წლის 21 დეკემბერს გაიმართა. „მაესტრო“ ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებისთვის  „რუსთავის მედიის მართვის კომპანიისგან“ მილიონ 800 ათას ლარს ითხოვდა.

21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არხის მმართველ „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“ მილიონ 300 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გელა ბოჩიკაშვილი
www.media.ge 

ახალი ამბები