კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს

10 იანვარი, 2013

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს  ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პირებისთვის უზრუნველყოს ტელევიზორებით სარგებლობა და ტელეტრანსლაციის ხელმისაწვდომობა.
 
საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია მითითებული, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დღე–ღამეში მინიმუმ 23 საათს საკანში ატარებენ და არ არიან დაკავებულნი არანაირი საქმიანობით, ტელევიზორის არქონა განსაკუთრებით მიუღებელია. სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველეყო ტელევიზორით სარგებლობისა და ტელეტრანსლაციის მიღების უფლება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
 
ბოლო პერიოდში დაწესებულებების უმრავლესობაში ზემოაღნიშნული პრობლემა მოგვარდა, თუმცა #7 და #9 დაწესებულებების პატიმრების ნაწილს კვლავ არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ტელევიზორით და უყუროს საინფორმაციო საშუალებებს.
 
2012 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა პატიმარ ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი არაერთი მიმართვისა, ბ.ახალაიას არ აქვს შესაძლებლობა, იქონიოს ტელევიზორი ინფორმაციის მიღების მიზნით. 2012 წლის 27 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ #9 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს გაირკვა, რომ დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში პატიმრებს კვლავ არ აქვთ  შესაძლებლობა, იქონიონ ტელევიზორი. პატიმრებს ბაჩანა ახალაიას, ირაკლი ოქრუაშვილს და იოსებ გიგუაშვილს აქვთ ტელევიზორები, რომლებიც შეერთებულია DVD-ზე და დაწესებულების ადმინისტრაცია მათ 12 საათიდან 22 საათამდე ურთავს ფილმებს.
 
2012 წლის 4 დეკემბერს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონიტორინგი ჩაატარეს თბილისის #7 დაწესებულებაში, სადაც გაირკვა, რომ მსჯავრდებულებს კვლავ არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორებით (საკნებში არსებული ტელევიზორები შეერთებულია DVD-ზე და პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მხოლოდ ოჯახის მიერ მოტანილ დისკებს შემეცნებითი და გასართობი გადაცემებით. ამასთანავე, ყველა საკანი უყურებს ერთსა და იმავე ჩანაწერს).
 
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეტრანსლაციის მიღების საშუალებას მოკლებულნი არიან მხოლოდ #7 და #9 დაწესებულების პატიმრები, შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვებთან მიმართებაში არათანაბარ და დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებიან. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ციხის ევროპული წესების მიდგომას, რომელთა მიხედვითაც პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სატელევიზიო გადაცემებზე, ხოლო ყოველი აკრძალვა ინდივიდუალურად უნდა იყოს დასაბუთებული. 24.10 წესის მიხედვით, „პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რეგულარულად შეიტყონ საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ და ამისათვის გამოიწერონ და იკითხონ გაზეთები, პერიოდული გამოცემები და სხვა პუბლიკაციები, მოუსმინონ რადიოს ან სატელევიზიო გადაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული აკრძალვაა დაწესებული სასამართლო ხელისუფლების მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინდივიდუალურ შემთხვევაში“.

ombudsman.ge

ახალი ამბები