კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ მანდაეთში გამგებლის გადაყენებას ითხოვენ

11 იანვარი, 2013

ჭიათურის სოფლებში დეკემბრის ბოლოდან ახალი გამგებლები დაინიშნა. მათი დანიშვნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე მოხდა. 8 იანვარს ახალი გამგებლის კანდიდატურა სოფელ მანდაეთის მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა. ისინი სოფლის გამგებლის  გელა გელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.

გელა გელაშვილს აღნიშნული თანამდებობა  24 დეკემბრიდან უჭირავს. მისი  მომხრეები და მოწინააღმდეგეები სოფელ მანდაეთის ცენტრში ჭიათურის გამგებელთან სულხან მახათაძესთან  შესახვედრად შეიკრიბნენ.  მათ შორის კონფლიქტი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაპირისპირების განმუხტვა სცადეს. მათ  სოფლის მცხოვრებლებს რწმუნებულის რამდენიმე კანდიდატის დასახელების საშუალება მისცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სოფელ მანდაეთში სიტუაცია მელე განიმუხტება და სოფლის მცხოვრებლებთან ერთად საერთო კანდიდატურაზე შეჯერდებიან.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები