კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციის უფროსი მერიაში შტატების გაზრდას აპროტესტებს

11 იანვარი, 2013

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ თოფურიძე მერიაში შტატების უპრეცედენტო ზრდას აპროტესტებს. მისი განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის ძირითადი პრინციპების ირღვევა.

„თვითმმართველ ორგანოში ზოგიერთი პირის უპასუხისმგებლობის და უდისციპლინობის პრობლემაა. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მერიაში მიმდინარე პროცესების არაფორმალურ შემოქმედებს და სულისჩამდგმელებს, ნუ წავლენ სინდისის, სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული პროფესიონალების წინააღმდეგ. მერიაში შტატების გაზრდის არანაირი აუცილებლობა არ არის“, - ამბობს თენგიზ თოფურიძე.

2012 წლის დეკემბრის მონაცემებით ქუთაისის მერიაში 815 თანამშრომელია. გაზრდილია სახელფასო ფონდი და 2013 წლისთვის იგი 7 145 000 ლარს შეადგენს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები