კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის საკრებულოში ახალი ფრაქციები შეიქმნა

11 იანვარი, 2013

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც აქამდე ორი ფრაქცია: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული ლანჩხუთი“ არსებობდა, დამატებით კიდევ ორი ფრაქცია „მაჟორიტარები“ და „მომავლის ლანჩხუთი“ შეიქმნა. ახალი ფრაქციები მთლიანად  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაკომპლექტდა.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ 14 წევრი გამოეყო. მათგან შვიდი დეპუტატი „მაჟორიტარებში“ გაწევრიანდა, შვიდი კი – „მომავლის ლანჩხუთში“. „მაჟორიტარებს“ დავით ჩხაიძე, „მომავლის ლანჩხუთს“ კი, გიორგი ჩახვაძე უხელმძღვანელებს.

ნიშნავს თუ არა ეს ლანჩხუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას და რამ გამოიწვია კიდევ ორი ახალი ფრაქციის შექმნა? ამ კითხვებით  საკრებულოს თავმჯდომარეს რევაზ ჩიტიძეს მივმართეთ, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ „მაჟორიტარებში“  გადავიდა.

„ბუნებრივი და ნორმალურია, რომ საკრებულოში რამდენიმე ფრაქცია არსებობდეს. მე, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „მაჟორიტარებში“ გადავსულიყავი. ეს ჩვეულებრივი პროცესია. საერთოდ, ფრაქციაში ერთიანდება ერთი იდეის მქონე ხალხი. ფრაქცია „მაჟორიტარები“ იმიტომ შეიქმნა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს ჩვენი პოზიციები და ინტერესები ამ ფრაქციის მეშვეობით დაგვეცვა.  რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.  მასში ამჟამად ექვსი წევრია. ამ ფრაქციას ახლა გელა ქურიძე უხელმძღვანელებს“.

რჩებიან თუ არა ახალშექმნილი ფრაქციის წევრები პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად? ამ კითხვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზვიად აფხაზავას მივმართეთ. „ლანჩხუთში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ მანდატიანი წევრები არ ყოლია. ისინი უბრალოდ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ და ახლა სხვა ფრაქციაში გადავიდნენ. რჩებიან თუ არა ისევ ამ პარტიის მხარდამჭერებად, ვერ გეტყვით, ეს მათი გადასაწყვეტია“, - ამბობს აფხაზავა.

ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ახალი ამბები