კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს პოლიციელთა რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან

11 იანვარი, 2013

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება პატრულის მიერ ქრთამი აღების შემთხვევებზე და მოუწოდა მას თავი შეიკავოს პოლიციელთა რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან.

შსს-ს განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდა, განაცხადა: „დაფიქსირდა პირველი შემთხვევები პატრულის მიერ ქრთამის აღების, სამწუხაროდ“.

„მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და, მთლიანად, სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - აცხადებს შსს.

განცხადებაში შსს-მ აღნიშნა, რომ დღემდე პატრულის მიერ ქრთამის აღების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ასეთი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოუწოდა დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს.

მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარს ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ძალიან ბევრი „წარსულის კადრი“, რომელიც გასვრილი იყო კორუფციაში და კონტრაბანდაში, დაბრუნდა თანამდებობებზე, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში.

„მაგალითად ერთ-ერთ რაიონში სამეგრელოსი დანიშნეს ყოფილი კადრი, შევარდნაძის დროინდელი, რომლის მეტსახელი არის „ყულაბა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შსს-მ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის არც ერთი რაიონის პოლიციის უფროსად არ დანიშნულა თანამშრომელი ზედმეტსახელად „ყულაბა“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები