კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირმა ჭკადუა - ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა შიმშილობა გამოაცხადა

11 იანვარი, 2013

ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ლევან ცინცაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა , მისი დაცვის ქვეშ მყოფი კალაძის საქმის გადახედვას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, დღეს პროკურატურაში ლევან ცინცაძის განცხადებასაც შეიტანს.

"მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს შეეტანა განცხადება პროკურატურაში, რომელიც თავს უკანონოდ მსჯავრდებულად მიიჩნევს, ლევან ცინცაძემ და მისმა ადვოკატებმა დაახლოებით 60-გვერდიანი საჩივარი შევიტანეთ. ლევან ცინცაძე ამ საქმეში უდანაშაულოა. ჩვენ უამრავი ახალი მტკიცებულებით მოვითხოვდით გამოძიების დაწყებას, თუმცა აქამდე არანაირი რეაგირება არ არის. პასუხი მოვიდა, რომ მექანიზმი არ არისო და ამიტომ საქმეს ვერ გადახედავენ ამ ეტაპზე. ცინცაძემ უვადო შიმშილობა  გამოაცხადა  და მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, ასევე კახი კალაძეს, რომ დაინტერესდნენ თუ  რეალურად ვინ არიან ლევან კალაძის მკვლელები. ის მოითხოვს, რომ მასთან შევიდეს პროკურორი და დაიწყოს ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ცინცაძე შიმშილობის შეწყვეტას მანამდე არ აპირებს, სანამ არ დამტკიცდება, რომ უდანაშაულოა.

"ცინცაძე განსაკუთრებით დიდი ბოდიშის მოხდით  მიმართავს ლევან კალაძის ძმას, კახი კალაძეს, რომ იქნებ ის მაინც დაინტერესდეს ამ საქმით. ლევან ცინცაძე აცნობიერებს, რომ ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ მიაჩნია, რომ ოჯახი იმსახურებს საქმის შესახებ სიმართლის ცოდნას.  ის სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დაადგინოს", - აღნიშნა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ცინცაძის განცხადებასთან ერთად პროკურატურას ადვოკატები ვახტანგ კომახიძის ფილმსაც გადასცემენ.

"ამ ფილმში იგივე საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია გახმაურებული", - განმარტა ჭკადუამ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები