კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველოს გზამ“ ხარაგაულის გამგებლის თანამდებობაზე თავისი კანდიდატი დაასახელა

14 იანვარი, 2013
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კონკურსია გამოცხდებული.  ვაკანტურ თანამდებობაზე ორი განაცხადია შესული. ერთ-ერთი  პარტია „საქართველოს გზის“ წარმომადგენლის, გიგა გლუნჩაძის განცხადებაცაა. გლუნჩაძე  გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს გზის“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო, თუმცა მან თავისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.

 გლუნჩაძის კანდიდატურა „საქართველოს გზის“ ლიდერებმა, თავჯდომარე თემურ მურვანიძემ და თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება თბილისელებისათვის“  წარმომადგენელმა ნათელა მაჭავარიანმა წარადგინეს. ისინი ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი მაჭავარიანს შეხვდნენ. 

ხარაგაულის გამგებელი სპეციალური კომისიის მიერ კონკურსის წესით უნდა შეირჩეს.  შერჩეული კანდიდატი  25 იანვარს დასამტკიცებლად  საკრებულოს წარედგინება.  რა კრიტერიუმებით შეირჩევა გამგებელი, ამ ეტაპზე უცნობია. 

მარი ტაბიძე, ხარაგაული

ახალი ამბები