კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ზვიადაური: „ჯერ ანგარიში უნდა ჩამაბაროთ!“

14 იანვარი, 2013
 
„შენ ხარ ნათია დანელიშვილი? შენ დაწერე ის რაღაცეები? არ იცი როგორ უნდა წერო? ინფორმაცია ვისგან გაქვს? ვისთან გადაამოწმე?“, – განუცხადა ზურაბ ზვიადაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს. ჟურნალისტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრისგან გამგეობის კუთვნილი მანქანის დამტვრევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის ჩაწერას ცდილობდა.

„არ ფიქრობ რომ ტყუილი დაწერეთ? – პარლამენტის წევრი ისევ, მის შესახებ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას დაუბრუნდა – „ცოლი, ცოლისდა, ბიძაშვილები და მძახალი – ზურაბ ზვიადაურის კლანი ახმეტაში“. აღნიშნული სტატია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 8 იანვარს გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის გამგებლად დანიშნულმა ბექა ბაიდაურმა თანაშემწედ ცოლისდა, 23 წლის მაგდა ლაგაზაური დანიშნა. გამგებლის მოადგილედ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი ბერდია ზვიადაური დაინიშნა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დანიშნული მერაბ ზვიადაურიც დეპუტატის ბიძაშვილია. გამგებლის მოადგილის ბერდია ზვიადაურის ცოლი ლელა ახმეტელი დაინიშნა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. ბექა ბაიდაურიც ზურაბ ზვიადაურის მეგობარია. ზვიადაურის ნათესავია ზაზა მებაღიშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ახმეტის სერვის – ცენტრის უფროსად დაინიშნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზაზა მებაღიშვილის შვილი ზურაბ ზვიადაურის დის შვილის ცოლია.

სტატიის გამოქვეყნებამდე კახეთის საინფორმაციო ცენტრი ზურაბ ზვიადაურთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ 2 დღის განმავლობაში მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები