კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი ახალგაზრდები მთავრობის სახლის მათთვის გადაცემას ითხოვენ

15 იანვარი, 2013

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ხელისუფლებაა. და თუ ეს ასეა, მაშინ დადგეს ჩვენს მხარეს და გადმოგვცეს შენობა, რომელსაც დღეს არანაირი ფუნქცია არ გააჩნია და ფაქტობრივად დაკეტილია", - ამ განცხადებას საინიციატივო ჯგუფი აკეთებს, რომელიც ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში შექმნეს.

ქუთაისელი ახალგაზრდები საპარლამენტო ქალაქში არსებული მთავრობის სახლის მათთვის გადაცემას ითხოვენ. როგორც ცნობილია, ახალმა ხელისუფლებამ ე.წ. შუშის სასახლე გასული წლის ნოემბერში უფუნქციოდ გამოაცხადა და ოფიციალურად გააუქმა.

„ამხელა ტრადიციების ქალაქია, რომ არაფერი ვთქვათ იმ სტატუსზე, რომელიც ქუთაისს ახლო წარსულში მიენიჭა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე არ არსებობს. ისევე როგორც, არ არსებობს არანაირი საშუალება, რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და წინ წავიდნენ. ჩვენი აზრით, არ იქნება ურიგო, აღნიშნული შენობა გადმოგვეცეს და შესაბამისად, ფუნქციურად დაიტვირთოს", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა კამლაძე.

საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან უკვე იმსჯელა. შენობის გადაცემის თხოვნით უახლოეს დღეებში იგი  საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს.  

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები