კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებაზე მოკვლევა დაიწყო

15 იანვარი, 2013

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ ჯაზმენის, ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება, რომ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის, ლაშა გოჩიაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს, ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მუქარას, ზეწოლას და უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კანონის სრული დაცვით შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წლის 4 იანვარს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება თბილისში, კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარსა და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას ინახავდა.

შსს-ს ცნობით, მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით, ერთი დღე აღნიშნულ ბინაში დარჩა, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები.

2013 წლის 8 იანვარს, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის - ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა - ლაშა გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილმა განმარტა, რომ ბინაში ყოფნის დროს, მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და "იუ ეს ბი"-ს გადამყვან კაბელს ეძებდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, საძინებელი ოთახიდან დაუძახა და უთხრა, რომ კარადაში სეიფი იყო. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვარს, ღამით კი გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული.

აღნიშნულ საქმეზე, იმავე დღეს, მოწმის სტატუსით ბექა გოჩიაშვილის მეგობრებიც დაიკითხნენ.  საქმეს შსს-ს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება იძიებს.

16 წლის ვირტუოზი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები