კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალია’, თუმცა დაბრუნდა ‘არჩევითი დემოკრატიების’ კატეგორიაში

18 იანვარი, 2013

სივილ ჯორჯია

Freedom House-ის მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშის მიხედვით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება, თუმცა ის „არჩევითი დემოკრატიის“ კატეგორიას დაუბრუნდა.

„თავისუფლება მსოფლიოში 2013 წელს“ იკვლევს 195 სახელმწიფოსა და 14 ტერიტორიულ ერთეულზე არსებულ სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2012 წელს განვითარებულ მოვლენებს. თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

ანგარიშის თანახმად, 2012 წელს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში საქართველოს რეიტინგი 4-დან 3 ქულამდე გაუმჯობესდა, რაც, ორგანიზაციის თქმით, უკავშირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ოპოზიციური გაერთიანებისთვის მშვიდობიან გადაცემას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა სამართლიანად შეაფასეს, ხოლო მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო პლურალისტური იყო.ამან ასევე ხელი შეუწყო საქართველოს „არჩევითი დემოკრატიის“ კატეგორიაში დაბრუნებას - ეს ის სტატუსია, რომელიც Freedom House-მა საქართველოს თავის 2009 წლის ანგარიშში ჩამოართვა,  2008 წელს ჩატარებული საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

„ევრაზიაში რამდენიმე პოზიტიური მოვლენა განვითარდა. ყველაზე აღსანიშნავია საქართველოში მიმდინარე პროცესები. აქ პროცესებმა პოზიტიურ კონტექსტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.  არჩევნების გზით,  ხელისუფლების მოწესრიგებული და დემოკრატიული გადაცემა ქვეყნის სიტორიაში პირველად მოხდა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია უფრო პლურალისტური მედია გაშუქებით ხასიათდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ  ამ მიღწევების მიუხედავად, საქართველომ „წელიწადი დამაკმაყოფილებელზე დაბალ ნიშნულზე დაასრულა“ მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობის მიერ ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრებამ  პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ვარაუდები გააჩინა.

საქართველოს რეიტინგი სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში კვლავ 3 ქულაზე შენარჩუნდა.

Freedom House-ის კვლევაში ასევე მოხსენიებულია დე-ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ”სადავო ტერიტორიების” კატეგორიაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად, სამხრეთ ოსეთს „არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.

თუმცა, პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში, აფხაზეთის შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება,   2012 წლის მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კონკურენტუნარიონობის გამო, რომლის დროსაც ვექტორი სახელისუფლებო ან ტრადიციული ოპოზიციური პარტიებიდან დამოუკიდებელი კანდიდატებისკენ გადაიხარა.

შეგახსენებთ,  რომ დაახლოებით 26 ადგილი, სეპარატისტული რეგიონის 35-წევრიან პარლამენტში, იმ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა დაიკავეს, რომლებიც არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საინიციატივო ჯგუფების მიერ იყვნენ წარდგენილნი. 

ახალი ამბები