კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

18 იანვარი, 2013

ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე 18 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ბედუკაძე საქართველოში დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის სტამბულის რეისით დაბრუნდა.

ვინაიდან მისი დაპატიმრების უწყება გაცემული იყო და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც შეფარდებული აქვს, იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. აეროპორტში მყოფმა მისმა ადვოკატებმა პირველი კომენტარი დაახლოებით 04.00 საათისთვის გააკეთეს.

როგორც ჟურნალისტებს  ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, ბედუკაძის დაკავებისა და დოკუმენტების გაფორების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბედუკაძე ამ დროისთვის გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაყვანილი, მისი კუთვნილი ნივთები კი, ოჯახის წევრებს გადაეცათ.

„ბედუკაძეს აქვს საბრძოლო განწყობა, კარგი გაგებით. მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება. მას აქვს პატიმრების წამების ამსახველი კიდევ სხვა მასალები და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებსაც გადასცემს ბრალდების მხარეს“, - აღნიშნა აფციაურმა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ბედუკაძე დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო, მაგრამ გამოძიებასთან თანაშრომლობისთვის მზად არის და დაბრუნების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

ამასთან, ადვოკატი გამოძიებისა და სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. თუმცა, უცნობია, კონკრეტულად როდის შედგება პირველი სასამართლო პროცესი.

ბედუკაძეს აეროპორტში ახლობლები და მეგობრები ელოდებოდნენ, თუმცა დაკავების გამო მისი ნახვის საშუალება არ მიეცათ.

ბედუკაძეს პატიმრებისადმი არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი. მას აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.

ამასთან, აეროპორტში ჟურნალისტები პოლიტდევნილის სტატუსის მქონე ბადრი ბიწაძის დაბრუნებასაც ელოდებოდნენ. თუმცა, არსებული ინფორმაციით, რეისი, რომლითაც ბიწაძე უნდა დაბრუნებულიყო,  არ შესრულდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები