კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიათურაში წყალმომარაგების თანამშრომლები გაიფიცნენ

18 იანვარი, 2013

17 იანვარს ჭიათურაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების  ნაწილი გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ დროისთვის ჭიათურის მოსახლეობის ნაწილს და „ჭიათურმანგანეზის“ მაღაროებს  წყალი არ მიეწოდება.

„სამუშაოს შესრულებისას  ჩვენი უსაფრთხოება არ არის დაცული, ელექტრო ენერგიის სადენები ძირს არის დაყრილი და ჩამრთველ აპარატთან მისასვლელად წყალში ფეხით უნდა გავიაროთ. აქ არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენჯერმე ვაცნობეთ ხელმძღვანელობას, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა“. - აცხადებენ გაფიცული თანამშრომლები.

 ჭიათურის წყალმომარაგების სერვის ცენტრის მენეჯერი  გიგა კიპაროიძე აცხადებს: „კომპანიის ის თანამშრომლები არიან გაფიცულები, რომლებიც “ჭიათურმანგანეზის“ წყალმომარაგების ობიექტს ემსახურებიან.  მე მათ აუცილებლად შევხვდები და გაფიცვის მიზეზებს დაწვრილებით შევისწავლი“.

თანამშრომლები გაფიცვის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები