კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა სამინისტროს ფუჭი დაპირებები

21 იანვარი, 2013

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ხუთასამდე  დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ერედვის, ცხინვალის და ლიახვის ხეობიდან დევნილები კოდაში 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში  ჩაასახლეს. humanrights.ge  დასახლებაში ნოემბრის ბოლის ჩავიდა და ჩასახლებაში არსებული პრობლემები გააშუქა. მაშინ, დევნილებს პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას დევნილთა სამინისტრო დაპირდა. თუმცა, დასახლებაში ჩვენი კიდევ ერთი სტუმრობისას გაირკვა, რომ პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია.

ჩასახლებაში ჩვენი პირველი სტუმრობისას, ნომებრის თვეში, სამი შვილის დედა ინგა წერედიანი დასახლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა:  „პირველ რიგში პრობლემაა სახურავები. მე-8 და მე-5 კორპუსში წყალი ჩამოდის. ზამთარში სახურავზე თოვლის დნობისას წყალი შენობაში შემოდის. ასეთი პრობლემა მხოლოდ ამ კორპუსებში არ არის. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ სკოლამდე 2 კილომეტრზე მეტი მანძილია. ამ მხრივ,  ბავშვებს კი, სკოლამდე მისასვლელად, დასახლების წინ მდებარე საავტომობილო გზაზე გადასვლა უწევთ, სადაც  საქალაქთაშორისო  ტრასპორტი ძალიან დიდი  სიჩწარით მოძრაობს ხოლმე. არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ დღემდე მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“, - გვიხსნიდა, წერედიანი.

ამ პრობლემებთან დაკავშირებით, იმავე დღესვე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს ვესაუბრეთ. ცოტნიაშვილი გვიხსნიდა, რომ ამ პრობლემებიდან ყველაზე ადვილი  მოსაგვარებელი ბავშვებისთვის დასახლების წინ, თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზაზე გადასასვლელის მოწყობა იქნებდა. „ამჟამად არა მაქვს ამ საკითხზე ინფორმაცია, მაგრამ გარწმუნებთ, დღესვე დავინტერესდები ამ პრობლემით. ვფიქრობ, სახურავებისა და ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება რთული არ იქნება“, - ამბობდა, ცოტნიაშვილი.

14 დეკემბერს humanrights.ge კოდის დასახლებას კვლავ ერთხელ ესტუმრა. ჩვენ მინისტრის მოადგილის მიერ მიცემული პირობის გადამოწმებას შევუდქით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ,  დღემდე დევნილთა ზემოხსენული არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა.

დევნილთა მე-5 კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები,  ეკა გოგიაშვილი გვიყვება, რომ თოვლის დნობისგან წყალი საძინებელში და სამზარეულოში ჩასდის. ,, წყალი ყველაზე მეტად სამზარეულოში ჩამოდიოდა, ამიტომ ხან რა ავაკარი და ხან რა. წვეთ-წვეთობით  ჩადიოდა ქვაბში. ასეთივე სიტუაცია არის მისაღებ ოთხაში, სადაც საწოლებიც გვიდგას.  ახლა, თოვლის დნობისგან და წვიმისგან წყალი ოთახის ხან ერთი ბოლოდან ჩამოდის და ხან მეორედან. ჩვენ ამ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, 26 დეკემბერს, ლტოლვილთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, გოგი ფაცაციას შეხვდით. ის დაგპირდა, რომ დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით“, - საუბრობს, გოგიაშვილი.

დევნილები ამბობენ, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით, დევნილთა სამინისტროდან მათთან ამ დრომდე არავინ მისულა. კვლავაც მოუგვარებელია სახურავების პრობლემა და საავტომობილო გზაზე ბავშვების გადასასვლელის არარსებობის საკითხი.

მასალა ამავე თემაზე: ,, მინისტრის მოადგილე humanrights.ge-ს დაპირდა, რომ კოდაში მცხოვრები დევნილთა პრობლემებით „დღესვე“ დაინტერესდება“

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=15928&lang=geo

ახალი ამბები