კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ბარათელის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს

21 იანვარი, 2013

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, გიორგი ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძე გლდანის ციხის ადმინისტრაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ადვოკატმა აღნიშნა, 17 იანვარს ბარათელს წარუდგინეს ბრალი, თითქოს მას ჰქონდა აკრძალული ნივთი, ე.წ. შტირი.

მისი თქმით, ბარათელის მიმართ პროვოკაცია მოხდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან და მსჯავრდებულს ე.წ. შტირი ჩაუდეს, რადგან არც ერთი პატიმარი არ ადასტურებს, რომ ბარათელს ჰქონდა რაიმე აკრძალული ნივთი.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბარათელის შემოწმება ყოველდღიურად ხდებოდა და ბუნებრივია, თუ მას რაიმე აკრძალული ნივთი ექნებოდა, ადმინისტრაცია ამ ფაქტს გამოავლენდა და ბრალს მაშინვე წარუდგენდა.

მამუკა ნოზაძის განცხადებით, გიორგი ბარათელის მიმართ პროვოკაციები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და მან თავის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა. ამასთან, ბარათელმა აღნიშნა, რომ გურამ შარაძე მას არ მოუკლავს.

როგორც ადვოკატი ამბობს, ეს პროვოკაცია ემსახურება იმას, რომ გიორგი ბარათელი გააჩუმონ.

ადვოკატის განმარტებით, ამჟამად გიორგი ბარათელს მისჯილი აქვს 20 წელი და 6 თვე, ახალ ბრალდებაზე კი აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ გუშინ შეუფარდა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, პატიმარს სასჯელი დაემატება.

ნოზაძის განმარტებით, გიორგი ბარათელს ბრალი ედება 378-ე პრიმა მუხლით, რომელიც უკანონო ნივთის შენახვას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები