კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თერჯოლაში მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ითხოვს

21 იანვარი, 2013

20 იანვარს თერჯოლის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა.  აქციის ასამდე მონაწილე ახალი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვდა.

„თერჯოლაში 20 წელია არაფერი შეცვლილა. თუმცა გვეგონა, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენთვის რაიმეს მაინც გააკეთებდა. ამ რაიონს არც გამგებელი ყავს და არც საკრებულოს თავჯდომარე, ხალხი მათ არსებობას ვერ გრძნობს, რადგან ხალხისთვის ამდენი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ.“ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

თერჯოლის  საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძე გადადგომას არ აპირებს რადგან, მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე მისი დარჩენა-არდაჩენის საკითხი საკრებულოს გადასაწყვეტია და არა აქციის მონაწილეების.

მარი ტაბიძე, თერჯოლა

ახალი ამბები