კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხომულის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვს

22 იანვარი, 2013

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულის მოსახლეობას  მაჟორიტარ დეპუტატთან,  აკაკი  ბობოხიძესთან  შეხვედრა სურს.  ისინი ბობოხიძისგან წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულებას მოითხოვენ.

სოფელ ხომულის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ასევე, სოფელს არ აქვს  ბუნებრივი აირი და მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზის საფარი.

„რამდენიმე წელია გვპირდებიან ბუნებრივი აირის შემოყვანას სოფელში, მაგრამ უშედეგოდ. ასევე სოფელს სასმელი წყალი არ აქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ბობოხიძე წინასაარჩევნოთდ ამ პრობლემების მოგვარებას დაგვპირდა, მაგრამ არჩევნების მერე თვალითაც არ გვინახავს.“ _ აცხადებენ ადგილობრივები.

 მოსახლეობის განმარტებით, მათ პრობლემების მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები