01:18, Thursday, 23.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩალაგაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

22.01.2013
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 19 იანვარს მიიღო. ჩალაგაშვილს სამართალდამცველებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს ბრალი. საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც  სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 12 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში არსებულ რესტოან "ამირანში" მომხდარ ფაქტს, როცა ჩალაგაშვილი კომპანია "ენერგოპროჯორჯიას" იმერეთის ფილიალის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და რესტორანში შუქის გამორთვა დაავალა. რის შემდეგაც, როგორც რესტორანი, ისე მისი მიმდებარე ტერიტორია და ასობით მოსახლე თუ კერძო კომპანიები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.

ჩალაგაშვილის გამარტებით, მან შუქის გამორთვა უსაფრთხოების მიზნით მოითხოვა, რადგან  რესტორან „ამირანში" უცნაური სუნი იგრძნო. „თუ ამ ქვეყანაში ადამიანებზე ზრუნვა სისხლის სამართლის დანაშაული იყო, ეს არ ვიცოდი", - განაცხადა 18 იანვარს შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.

გურამ ჩალაგაშვილი მისი დაკავების ფაქტს აბსურდის თეატრს უწოდებს და თვლის, რომ ეს დაკავება პოლიტიკური დაკვეთაა.

პოლტიკურ დაკვეთად აფასებს ამ შემთხვევას პარლამენტარი გიორგი თევდორაძეც: „ჩალაგაშვილის საქმე იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც მოქმედი მთავრობა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ახორციელებს. რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვოს, ესაა ხელისუფლების მცდელობა, კიდევ ერთი სახელმწიფო სამსახური ხელში ჩაიგდოს." - ამბობს თევდორაძე.

პროკურატურის მოთხოვნა, გურამ ჩალაგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და საბოლოო გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის სასარგებლოდ მიიღო - გურამ ჩალაგაშვილი თანამდებობაზე რჩება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC