კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება

23 იანვარი, 2013

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „პოზიციაში“ საუბრისას განაცხადა.

უსუფაშვილის განმარტებით, საკითხზე ნაკლებად მოსალოდნელია რეფერენდუმის ჩატარება. „რეფერენდუმის გზაც არსებობს, მაგრამ ეს არ მგონია მოხდეს. ვფიქრობთ, სწრაფად უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც არა მხოლოდ ამ საკითხს განიხილავს, არამედ კონსტიტუციაში სხვა ბევრ მნიშვნელოვან დებულებას გამართავს. კონსტიტუციაში ფუნდამენტური ცვლილებები მომზადდება გაზაფხულის განმავლობაში, პარლამენტი მასზე იმსჯელებს ზაფხულში და შემოდგომას ჩვენ უკვე გამართული კონსტიტუციით შევხვდებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა გადაწყდეს არა მარტო კოალიციის შიგნით, არამედ პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

რაც შეეხება იმას, ხომ არ ირგებს აღნიშნული ცვლილებით „ქართული ოცნება" კონსტიტუციას საკუთარ თავზე, უსუფაშვილის თქმით, ის, რომ კოალიცია საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ემხრობოდა, მის საარჩევნო პროგრამაში იყო გაცხადებული. „ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ არჩევნებამდე, პატიოსნად ვუთხარით ხალხს, რომ ეს გვინდა და ამის გამოც მოგვცეს ხმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები