კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაბრუნდა

23 იანვარი, 2013

შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. სამსახურებრივი უფლებამოსილება მას წინასწარი პატიმრობის გამო დროებით შეჩერებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან 35 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 17 იანვარს გაათავისუფლეს.

პროკურატურა ხიზანიშვილს ცრუ დასმენას, პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას, უკანონო მოსმენებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები