კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად პოლიტიკოსთა დანიშვნას აპროტესტებს

23 იანვარი, 2013

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად პოლიტიკოსთა დანიშვნას აპროტესტებს.

ამასთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად პოლიტიკოსთა დანიშვნა, სპორტის პოლიტიზირებას გამოიწვევს და გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენების გამოყენებაც.

„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სპორტი აღარ იქნება პოლიტიზირებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქმის ყველა ფედერაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. სამწუხაროდ, რაზეც აკრიტიკებდა „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“, დაიწყო თავად „ქართულმა ოცნებამ“ და ამის დასტურია ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტად ზურაბ აბაშიძის დანიშვნა. ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება სხვა ფედერაციებშიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დანიშვნა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ზის „ქართულ ოცნებაში“ და ცდილობს, რომ სისულელე გააკეთოს, რომ სალაპარაკო მიეცეს „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა ახსნა ამ ქმედებებს არ აქვს, რადგან ასეთი ქმედებები პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნების“ პრესტიჟს“, - განაცხადა მჟავანაძემ და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისაგან და სპორტსმენებს საშუალება მიეცეთ თავად მართონ სპორტის ფედერაციები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები