კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს წევრს „ნაციონალებთან“ ფინანსურ გარიგებაში ადანაშაულებენ

24 იანვარი, 2013

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე,  საკრებულოს წევრს, გოგიტა გოგელაშვილს „ნაციონალებთან“ ფინანსურ გარიგებაში ამხელს. გოგოლაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ დატოვა და ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“  გადავიდა. მღვდელაძე ამბობს, რომ გოგოლაშვილმა ეს გადაწყვეტილება იმერეთის გუბერნატორთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

„სწორედ იმ დღეს, როცა გოგიტა გოგელაშვილმა ბრიფინგი გამართა და ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ვითიბი ბანკში მის სახელზე ანგარიში გაიხსნა. პოლიტიკა არ არის სავაჭრო დახლი, რომ რამე იყიდო ან გაყიდო. პოლიტიკური პარტია, რომელიც სხვის მილიონებს ითვლიდა, ვიყიდე-გავყიდეს პრაქტიკას არ უნდა ამკვიდრებდეს. დარწმუნებული ვარ, გოგელაშვილი ნანობს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ უკვე გვიანია“, - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.

თავად გოგიტა გოგელაშვილი არასერიოზულს უწოდებს მღვდელაძის განცხადებას და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა მისი სურვილი იყო და სხვა დანარჩენი  ბრალდებები უბრალოდ აბსურდულია.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები