კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიით დაზარალებულმა კომპენსაციის სახით 12 ლარი მიიღო

24 იანვარი, 2013

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა არჩილ ალადაშვილმა, რომელიც გასული წლის 19 ივლისს სტიქიის შედეგად დაზარალდა, კომპენსაციის სახით ბანკ „ქართუდან“ 12 ლარი მიიღო. დაზარალებულის შვილის მერაბ ალადაშვილის თქმით, სტიქიამ მის ოჯახს 17 მეასედზე ვენახი, 20 მეასედზე ბოსტნეული და 40 მეასედზე სიმინდი გაუნადგურა.

„მამაჩემი ამოვიდა ბანკში და 12 ლარი აიღო. სახლში რომ მოვიდა, მთელი დღე იმდენ წამალს სვამდა, ცხოვრებაში რომ არ დაულევია. მრცხვენიაო და ქუჩაში ვერ გამოდის. მე თანხას კი არ ვდაობ, ჩემი და ჩემო ოჯახის დაცინვას ვდაობ. კომისიამ 17 მეასედი ვენახი, 20 მეასედი ბოსტნეული და 40 მეასედი სიმინდი ჩამიწერა. მოვიდეს კომისია და ახლიდან შეამოწმოს, თუ არ მეკუთვნის, არაფერ ვითხოვ, მაგრამ წესიერი კომისია მოვიდეს. ჩემს სოფელში ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც საერთოდ არ მოხვდა სიაში“, - განუცხადა მერაბ ალადაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მერაბ ალადაშვილის გარდა კომპენსაციების არასწორ განაწილებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს სოფელ კონდოლში მცხოვრებ ნინო როსტომაშვილსაც.

„ადგილზე უნდა შემოწმდეს ყველაფერი და ვინც დაზარალებულია იმას უნდა მისცენ ფული და არა იმათ, ვინც 4  ათასი ლარის ყურძენი გაყიდეს, ეხლა კიდევ 8 000 მისცეს. ეს არ არის კანონიერი. ჩემს გვერდით 42 ათას ლარს რომ იღებს, როცა ყურძენი ჩააბარა და ფულით ჯიბე გაივსო, მე აღარ მეკუთვნის 200 ლარი? ეს რა არის, ყველაზე გაენაწილებინათ თანხა. ამ ხალხს რატომ აჯანყებენ? 200 ლარიც არ მომცეს და სიაშიც არა ვარ. სახლს სახურავი მოსძვრა, შუშები ჩაიმტვრა, წყალი ჩამოდის, ბოსტანში პომიდორი, კიტრი არაფერი აღარ მაქვს, მიწას დავუწყო ლოკვა?“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნინო როსტომაშვილმა.

სტიქიით დაზარალებულებზე კომპენსაციების გაცემა 23 იანვრიდან დაიწყო. თანხის მიღება კახეთში ბანკ „ქართუს“ თელავის ფილიალშია შესაძლებელი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაზარალებულთა სიაში სულ 29 ათასამდე ბენეფიციარია. სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ 2768 ბენეფიციარის სია გამოაქვეყნა. დაზარალებულებმა, რომლებიც სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში არ აღმოჩნდნენ, კახეთის სხვადასხვა სოფლებში უკვე არაერთი აქცია გამართეს. დაზარალებულთა სიაში არ არიან არც 2012 წლის მაისში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულები, რომლებსაც ბანკებიდან აგროსესხები აქვთ აღებული და გადაუხდელობის გამო საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

ვიდეო

ახალი ამბები