კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნუ გვწამლავთ!“ - ამ ლოზუნგით არგვეთელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

25 იანვარი, 2013

24 იანვარს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის,  სოფელ არგვეთას მოსახლეობამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამჯერად ე.წ. პატარა ფეროს ქარხანასთან შეიკრიბნენ. მოსახლეობა ქარხნის მუშაობის შეჩერებას ითხოვდა, რადგან მათივე თქმით, გამონალბოლქვი მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

„უარი კიბოს კერებს!“ „ნუ გვწამლავთ!“  „ჩვენ გვინდა სიცოცხლე!“ - საპროტესტო აქცია ამ  ლოზუნგების ფონზე მიმდინარეობდა.

„ ჩვენი მოწამვლა ყოველდღიურად ხდება ამ კვამლით. ერთ კვირაში ჩვენს სოფელში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორივე სიმსივნური დაავადებით. ზესტაფონი უბედურების ზონად, პატარა ჩერნობილად არის გადაქცეული. ეს საკითხი წლების მანძილზე ვერ მოგვარდა და იქნებ ახალმა ხელისუფლებამ მაინც იღონოს რამე.“_ აცხადებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ქარხნის დირექტორის ავთანდილ კოჩაძის განცხადებით კი, ქარხანა ყველანაირი სტანდარტების დაცვით ფუნქციონირებს და არანაირ მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს, რისი დასტურიც ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტია.

 ქარხნის ინჟინრები აცახდებენ, რომ  თანამედროვე ტიპის გამონაბოლქვის გასაფილტრი ახალი, გერმანული სისტემა უკვე დამონტაჟებულია და ის დაახლოებით 2 კვირაში ჩაირთვება. თუმცა  მოსახლეობას ამ განცხადების არ სჯერა და შესაბამის ორგანოებს დროულ რეაგირებას თხოვს.

მარი ტაბიძე. ზესტაფონი

ახალი ამბები