08:53, Monday, 16.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზაზა ხატიაშვილი - სამსახურიდან გათავისუფლებული პროკურორები ადვოკატობას ითხოვენ, რაც "ადვოკატთა ასოციაციისთვის" ცუდია

25.01.2013
სამსახურიდან გათავისუფლებული პროკურორები ადვოკატობას ითხოვენ, რაც "ადვოკატთა ასოციაციისთვის" ცუდია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ასოციაციას არ აქვს უფლება, ძველი საქმიანობის და მრწამსის გამო უარი თქვას ყოფილ პროკურორებზე, თუმცა 10-მდე მათგანს ადვოკატის უფლებაზე სხვა მიზეზით ეთქვა უარი.

ხატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი ჩივიაშვილი, გიზო უგულავა, რომეო საჯაია, ალექსანდრე მგელაძე, ლევან ხუციშვილი, შოთა გენგაშვილი, გიორგი ონიანი და მილერი ხარებავა ყოფილი პროკურორები არიან, რომელიც ასოციაციამ კანონით დადგენილი უფლებით არ მიიღო.

„დაახლოებით 10 მსურველს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მათ მიერ ტესტირების ჩაბარებიდან გასული იყო შვიდი წელი. ადვოკატთა კანონოს 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ ტესტირების ჩაბარებიდან გასულია შვიდი წელი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, ჩააბარონ გამოცდა და თუ ჩააბარებენ, გავაწევრიანებთ. გათავისუფლებული პროკურორების 90% ადვოკატთა ასოციაციაში მოდის და წევრიანდება, რაც ძალიან ცუდია ასოციაციისთვის. როდესაც პროკურორი თავისი მენტალიტეტით მოდის ადვოკატთა ასოციაციაში, მას ადვოკატის მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს. ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა დამკვიდრებული, თუ ადამიანს გამოაგდებდნენ სამსახურიდან ან აღარ უნდოდა არსად მუშაობა, წევრიანდებოდა ადვოკატთა ასოციაციაში. ეს პრობლემა ასოციაციის წინაშე დგას და საჭიროა კანონში ცვლილებები, რომელიც ამას დაარეგულირებს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ასოციაციას არ აქვს უფლება - ძველი საქმიანობისთვის უთხრას უარი პროკურორს ადვოკატობაზე.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ადვოკატი ნათელა გოდერიძე
2014-11-26 20:38
ყოფილ პროკურორი რომელსაც ადვოკატობა უნდა უნდა ევალება გაიროს ტესტირება, შესაბამისი გამოცდა ასოციაციაში, ჩემი აზრით პროკურორს ტესტირებაც რომ ჰქონდეს გავლილი პროკურატურაში, მაშინაც კი უნდა ცააბაროს ადვოატის ტესტირება და უნდა დააგროვოს გამსვლელი ქულა, რადგან არის საკითხები რაც არ არის პროკურორის ტესტირებისას და ადვოკატს აუცილებლად ესაჭიროება
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC