კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრძოლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სკამისთვის

28 იანვარი, 2013

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე შესაძლოა, რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი გახდეს. თვითმმართველობას სხდომის დანიშვნის მოთხოვნით 12-მა დეპუტატმა უკვე მიმართა.

ბათუმის საკრებულოს სამდივნოში შესულ განცხადებაში საკრებულოს 12 წევრი,  რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ორი საკითხის განხილვას ითხოვს. პირველი საკითხი, ბათუმის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის _ გიორგი კირთაძის გადაყენებას, ხოლო  მეორე, აღნიშნულ თანამდებობაზე, ბათუმის საკრებულოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევას ეხება.

 „ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. დეპუპტატები უნდა ჩამოყალიბდნენ ამ საკითხებზე. ეს არის დემოკრატიული პროცესი და რაც მთავარია, ჩვენ რეგლამენტს არ ვარღვევთ“. - ამბობს ჩავლეიშვილი.

საპირისპიროს აცხადებს ბათუმის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე. მისი თქმით, საკრებულოს წევრების მოთხოვნა,ამ ეტაპზე არაკანონიერია: „რატომ ჩქარობენ ასე? პროცედურულად,  20 თებერვლამდე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დასმა არ შეიძლება“.

კირთაძე, დროის ათვლას 2012 წლის 19 ნოემბრიდან იწყებს. მაშინ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე საგანგებო სხდომაზე საკრებულოს მოქმედი თავჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობამ“ დააყენა. აღნიშნულ განცხადებას  საკრებულოს რვა დეპუტატთან ერთად, თავად კირთაძეც აწერდა ხელს.

თუმცა, საკრებულოს აღნიშნულ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო, შესაბამისად კვორუმი (12 დეპუტატის დასწრება) ვერ შედგა და საკითხიც განუხილველი დარჩა. „ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის“ 33 მუხლის 6-ნაწილში კი ვკითხულობთ: „თუ საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.“

ახალი ამბები